23 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
"ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვა ბუდობს და ათეულობით ადამიანი ამ ცოდვის მოქმედია" - მამა ანდრია სარია 

მამა ანდრია სარია, რომელიც ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს დავალებით საეკლესიო არქივს სწავლობს, 1982 წლის ეპისკოპოსების განცხადებას ასაჯაროებს.

ბერ-მონაზონის ინფორმაციით, პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს ხელს სინოდის 9 წევრი აწერს, რომლითაც "მამათმავლობის ცოდვაზე" რეაგირებას ითხოვენ და კონკრეტულ სასულიერო პირებს ასახელებენ, მათ შორისაა ახალციხის ეპისკოპოსი, ჭყონდიდის მთვარეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელის მიტროპოლიტი და სიონის არქიმანდრიტი.

"დღემდე, ერთ-ერთი, აქ დასახელებულ პირთაგან, მოქმედი ეპისკოპოსია, რომელზეც რეაგირება არ ყოფილა და შესაბამისად, არც განკვეთილა. სინოდზე ამ თემაზე არ ყოფილა მსჯელობა. როდესაც ეჭვიც კი ჩნდება, აუცილებელია საეკლესიო ორგანომ ამ ეჭვზე ისაუბროს. ამ შემთხვევაში, საუბარია ეპისკოპოსებზე და ერთი დაბალი რანგის სასულიერო პირზე. ცოდვა ბუდობს და არა მხოლოდ 1 და 5, არამედ ათეულობით ადამიანი ამ ცოდვის მსხვერპლი და მოქმედია,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

ბერ მონაზონმა ბოლო სინოდის სხდომაც გაიხსენა, სადაც, მისი თქმით, მეუფე იაკობს მცდელობა ჰქონდა ხელით შეხებოდა მეუფე პეტრეს, რის გამოც ბოდბის ეპისკოპოსი უნდა დაისაჯოს.

"თვითონ მეუფე იაკობი ამბობს, შევეხეო და თუ ის ამბობს, რომ დარტყმის მიზნით შეეხო, ეს მოციქულთა 27-ე კანონით უკვე განკვეთას ითვალისწინებს. იაკობი უნდა განიკვეთოს ამის გამო,"- განაცხადა მამა ანდრია სარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები