19 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
სურსათზე ფასები 13.4 %-ით გაიზარდა - საქსტატი

2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 %  შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

წინა წლის ნოემბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე  ფასები გაიზარდა 13.4 %-ით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ხილი და ყურძენი 30.3 %, ბოსტნეული და ბაღჩეული 16.2 %, რძე, ყველი და კვერცხი 15.4 %, თევზეული 14.5%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.1%, პური და პურპროდუქტები  11.9 %.

ალკოჰოლური სასმელებსა და  თამბაქოზე ფასები გაიზარდა 15.4%-ით.

ტრანსპორტზე დაფიქსირდა ფასების 3.1 %-იანი მატება.

ფასები მომატებულია არა მხოლოდ წინა წლის ნოემბერთან, არამედ წინა თვესთანაც შედარებით. ოქტომბერთან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 1.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 2%-ით.

დღის ამბები