18 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
კანონპროექტის დასარეგისტრირებლად 200 000 ხელმოწერა დაგვჭირდება - ე.წ ამბოხებული მაჟორიტარები

ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის დასარეგისტრირებლად 200 000 ადამიანის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ მაჟორიტარები ამისთვის მზად არიან.

"ჯერჯერობით, ეს ინიციატივა ვერ დარეგისტრირდება, მას დასჭირდება 200 000 ადამიანის მხარდაჭერა. საინტერესოა, თავად ორპალატიანი პარლამენტის იდეა, რომელიც ჩვენს წინა და მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩადებული. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გუნდში, ასევე გუნდის გარეთ. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ის იდეა, რაც არის კონსტიტუციაშივე ჩადებული, ამასთან დაკავშირებით დისკურსიის გახსნა და მოსაზრებების მოსმენა ძალიან ნორმალურია,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები