24 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
მერიას მართებს სერიოზული სიფრთხილე, ვიდრე ე.წ. შეტევას განახორციელებს მიკროავტობუსებზე - ექსპერტები

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მერიამ, შესაძლოა, მიკროავტობუსების კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტოს.

მათი შეფასებით, თბილისის მთავრობა ბიზნესის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობს და კერძო კომპანიაზე პოლიტიკურ წნეხს ახორციელებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ შეუძლებელია მიკროავტობუსების პარკის განახლება ისე, რომ ტარიფი არ გაიზარდოს.

"მერიას მართებს სერიოზული სიფრთხილე, ვიდრე ე.წ. შეტევას განახორციელებს რომელიმე კომპანიაზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისი მიკროავტობუსის ბედი განსაზღვრულია და ალბათ გაწყდება კიდეც ხელშეკრულება. არ უნდა გაძვირდეს ტარიფი არცერთ შემთხვევაში", - აღნიშნა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის განმარტებით, დღემდე შენარჩუნებული ტარიფიც პოლიტიკური წნეხისა და ზეწოლის დამსახურებაა.

 

დღის ამბები