19 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
"ხუნდაძის აცეტება კომიკურია, არც მას, არც დაჩის და არც ბაჩის, არავინ არაფერს ეკითხება" - გოცირიძე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით,  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებს არაფერს ეკითხება და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რეალურად ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს.

გოცირიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ვერ გარკვეულან, რეალურად რა სურს პარტიის თავმჯდომარეს.

"დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს, არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არ მგონია, რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ, რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე და სხვა 9 მაჟორიტარი, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

ოპოზიციას მაჟორიტარების ამბოხის არ სჯერა და როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ფიქრობენ, რომ ხუნდაძის ინიციატივის უკან პარტიის თავმჯდომარე დგას.

დღის ამბები