19 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ქალი, რომელმაც გაუპატიურებისთვის სასამართლოს მიმართა, დაწვეს - ინდოეთის პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა

ინდოეთში სექსუალური ძალადობის 23 წლის მსხვერპლი დაწვეს - გოგონა სიცოცხლისთვის ამ დრომდე იბრძვის.

BBC-ს ინფორმაციით, მან ორი მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მარტში შეიტანა. ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როდესაც სასამართლოში, საკუთარი საქმის განხილვაზე მიდიოდა.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დამწვრობები უკიდურესად მძიმეა.

მისი დაწვის ფაქტზე ხუთი მამაკაცია დაკავებული, მათგან ორი - ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

მსხვერპლს თავს მატარებლის სადგურზე დაესხნენ. მამაკაცების ჯგუფმა ის, ახლოს მდებარე მინდორში წაიყვანა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევას ინდოეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში ქალების დაცვასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ინდოეთში  ქალებზე ხშირად ძალადობენ. 2017 წელს პოლიციის ბაზებში, ოფიციალურად, გაუპატიურების 33 658 შემთხვევა დარეგისტრირდა.

 

დღის ამბები