20 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ეკლესიაში ეს პრობლემა ახალი არ არის - მამა ანდრია სარია დაკავებული ბერზე  

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის დაკავებას სასულიერო პირები ეხმაურებიან.

როგორც მღვდელი ანდრია სარია აღნიშნავს, ზოგადად ეს პრობლემა  ეკლესიაში ახალი არ არის და აუცილებელია, საპატრიარქომ მის დროულად მოგვარებაზე იზრუნოს.

"სამი წლის განმავლობაში მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპარქიასთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით წარგზავნილი იყო ათონის მთაზე და შემდგომ დაბრუნდა მშენებარე ტაძარში, რომ სამონასტრო ინსტიტუტი დაეფუძნებინა. მე რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა ახალი არ არის ეკლესიაში ზოგადად და ვფიქრობ, რომ ეკლესიის ზედა რგოლში უნდა მოწესრიგდეს. სახელმწიფო ამას კარგად იყენებს იმ გაგებით, როცა ეკლესიას პრობლემა აქვს, ეკლესიის პრობლემებს ფარავს, ხოლო როცა სახელმწიფოს სჭირდება ეკლესიის დახმარება, ეკლესიაც ეხმარება. ხელი ხელს ბანს და ორივე პირს,“ - აცხადებს მღვდელი ანდრია სარია.

შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერ მონაზონს ბრალს დღეს წაუყენებენ. ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირი ზუგდიდში დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზებას.

დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

დღის ამბები