24 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და ლიდერებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოქალაქეებს ბროშურები დაურიგეს და ხვალ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, მშვიდობიანი აქციით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. 

"ხვალ გვაქვს მშვიდობიანი აქცია, კიკვიძის სკვერიდან ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივალთ. მშვიდობიანი აქციით გამოვხატავთ პროტესტს, იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და ქუთაისი ღირსეულად შეუერთდება ამ აქციას. უკვე ვხედავთ ხალხს, როგორ ხვდება ჩვენს მოწოდებას, რომ შემოგვიერთდნენ აქციაზე"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

დღის ამბები