24 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მე-4 დღე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას დაეთმო

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მე-4 დღე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას დაეთმო და მას სპეციალური სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი სცენარისტი, ფილმ - "სახიფათო კავშირების" ავტორი, კრისტოფერ ჰამპტონი სტუმრობდა.

"ქართული პანორამის" ფარგლებში ნანა ჯორჯაძის "ღვინის ნულოვანი მერიდიანის" ჩვენებაც გაიმართა.

კინოფესტივალის მე-4 დღეზე თბილისის საერთაშორისო რეჟისორის ფოკუსში - სტივენ ფრიზი მოხვდა. "სახიფათო კავშირების" ავტორი - საკუთარი სცენარით შექმნილი ფილმის ჩვენებას და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენას დაესწრო.

ლაშა ცქვიტინიძის 30-წუთიან ფილმ "თემოს"  ჩვენება მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების სექციის ფარგლებში გაიმართა.

"თემოს" გარდა მაყურებელმა კიდევ 4 ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილა. თბილისის კინოფესტივალის მიწურულს ერთ-ერთ მთავარ პრიზს ამ ავტორებიდან საუკეთესო დაიმსახურებს.

ფესტივალის "ქართული პანორამის" ფარგლებში ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"  ქართული ღვინის წარმოების 8 000 წლიან უწყვეტ ისტორიას გვიყვება. ფილმი, რომელიც რეჟისორმა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით გადაიღო, ღვინის სამშობლოს, საქართველოს ისტორიასა და კულტურას ასახავს. ასევე გვაცნობს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებსა და ქვეყნის საუკეთესო მარნებს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები