20 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფია - დაკავებულთა ადვოკატებს დღეს საქმის მასალები გადაეცემათ

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების ადვოკატებს დღეს პროკურატურა საქმის მასალებს გადასცემს. უფლებადამცველების თქმით, მასალები 18 ტომისგან შედგება. მათ გასაცნობად საჭირო დროის მისაცემად ისინი შუამდგომლობას დააყენებენ.

სამართალდამცველებმა ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით გუშინ 11 ადამიანი დააკავა. მას შორის არიან მშობლები და სკოლის პედაგოგი. დანაშაულებრივი ქსელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართებოდა. ამავე ჯგუფის 11 წევრი პოლიციამ ჯერ კიდევ 3 თვის წინ ანალოგიური ბრალდებით აიყვანა.

დღის ამბები