24 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" შსს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შინაგან საქმეთა სამინისტროს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება არასრულწლოვნების პორნოგრაფიასა და მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ უწყების მხრიდან გასაჯაროებულ ინფორმაციას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმის დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინიტროს ბრალდებულები დამნაშავედ არ უნდა გამოეცხადებინა. "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - ისინი მზად არიან სამართლებრივ პროცესებში ჩაერთონ.

"ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შემზარავია, თუმცა აღნიშნული საჭიროებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მიდგომა, რომ წინასწარ საზოგადოებას წარუდგენს ამ პირებს როგორც დამნაშავეებს არის არასწორი და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იცნობს დეტალურად ამ საქმეებს თუმცა რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩავერთოთ ამ საქმეებში დეტალურად, თუ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მივადევნებთ თვალს აღნიშნულ საქმეებს დიდი ინტერესით, თუ რით დასრულდება,"- განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ალექსანდრე მერებაშვილმა.

დღის ამბები