29 იანვარი 2020,   17:57
ვრცლად
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობას "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდებიან 

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობას ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდებიან. ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, რაზეც პასუხი უნდა აგოს. სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას მანამ არ გეგმავენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ მას აღარავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნია, არც თბილისში, არც რეგიონებში და მათ შორის არც ქუთაისში, რასაც ნათლად დაინახავს ამ მსვლელობის დროს. მან გადააგდო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი გადააგდებს ბიძინა ივანიშვილს," - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

დღის ამბები