25 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
აქციებიდან მშვიდობიანი მომიტინგეების განრიდება ქვეყნის იმიჯზე კარგად არ აისახება - DRI ხელისუფლებას აფრთხილებს

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციებს "დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში" ეხმაურებიან. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეების მიმართ უკანონო ქმედებები არ განხორციელდეს.

"დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის" იურისტი გიორგი წიქარიშვილი განმარტავს, რომ მანიფესტანტების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე სამართალდამცავებმა პროპორციული რეაგირება უნდა მოახდინონ. ორგანიზაციისთვის მიუღებელია არაძალადობრივი აქციის მონაწილეების განრიდების ფაქტი და გიორგი წიქარიშვილის თქმით, ხშირშემთხვევაში მათი უფლებები ირღვევა.

"თუ რომელიღაც დარღვევა დაფიქსირდა პოლიციას უნდა ჰქონდეს პროპორციული პასუხი და არ უნდა იყოს გადამეტება შედარებით მცირე დარღვევაზე. არა ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან დაზარალებულნი იმიტომ, რომ ხდება მათი განრიდება აქციის ტერიტორიიდან, რაც ქვეყნის იმიჯზე კარგად არ მეტყველებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ სიტუაციებში არ მოხდეს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმიტომ, რომ აკისრია პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს, რომ დაიცვას მშვიდობიანი შეტევისა და გამოხატვის მანიფესტანტები," - აცხადებს გიორგი წიქარიშვილი.

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები