20 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
გამოკითხულია 76 მოწმე, კალანდიას ბრალს ვერცერთი ვერ ადასტურებს - ადვოკატი პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოკითხავს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოწმეთა ჩვენებები მიხეილ კალანდიას ბრალეულობას ვერ ადასტურებს და უახლოეს პერიოდში ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ კალანდიას დაკავება პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა:

"გამოკითხულია 76 მოწმე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხული ბრალის არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულების მატარებელი ინფორმაციაც ვერ მიაწოდეს სასამართლოს. ეს პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუ თბილისის სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ჩვენ ვიმოქმედებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები