30 იანვარი 2020,   00:18
ვრცლად
შოთა ხაბარელისთვის მაჟორიტარული სისტემის სრულად ამოქმედების ინიციატივა საინტერესოა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად ოფისში შოთა ხაბარელი მივიდა.

უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების თაობაზე საინტერესო წინადადებად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი სიღრმისეულ გაცნობას საჭიროებს.

"მსჯელობა იქნება და დისკუსიაში შევალ. მყარი არგუმენტები მინდა, რომ ინიციატივას მხარი დავუჭირო. ვფიქრობ, ეს ისეთი თემაა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს და სიღრმისეულად გააცნოს ის პოზიცია, რაც აქვს. ვფიქრობ, რომ დისკუსიისთვის არანაირი პრობლემა არ არის, შეიძლება ამ დროსაც ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის," – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

როგორც ცნობილია, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.

უმრავლესობის სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა იქნება, რომელიც მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელს უკავშირდება.

დღის ამბები