28 იანვარი 2020,   10:36
ვრცლად
ვფიქრობ, კომპრომისის მიღწევა ძალიან მოკლე დროში არარეალისტურია - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კომპრომისის გამონახვის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ  ძალიან მოკლე დროში კომპრომისის მიღწევა  არარეალისტურია.

კარლ ჰარცელის თქმით,  ევროკავშირი პროცესზე დაკვირვებას აგრძელებს:

"ახალი შეთავაზება, რომელიც ახლა" ქართულ ოცნებაში" განიხილება არ მინახავს და არ ვიცი დეტალები. მას დეტალურად შევისწავლით. ამჟამინდელ სიტუაციაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, მიზანია არა იდეები, არამედ ხიდების შენება და კომპრომისების გამოხატვა. ჩვენ შევაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო გზა ყველასთვის ხიდების შენებაა და აუცილებელი კომპრომისის პოვნაა. ყველაფერი დიალოგზეა დამოკიდებული. დიალოგი პროცესია. პირველი შეხვედრის შემდეგ რაც ვთქვი, იყო ის, რომ დიალოგი პატივსაცემი და სასარგებლო იყო. ამ შეხვედრის შემდეგ მქონდა განცდა, რომ გვქონდა პლატფორმა და სურვილი ორივე მხარის მხრიდან ამ პროცესში ჩართვის თაობაზე. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის მოგვარება დაუყოვნებლივ მოხდება, არარეალისტურია. რაც შეეხება დემონსტრაციებსა და კონტრდემონსტრაციებს ეს არსებული სიტუაციის ნაწილია ცხადია დაძაბულობა ქუჩებში კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. უზრუნველყოფილი უნდა იყოს აზრის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. მოვლენებზე დაკვირვებას ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა და ამას ქუჩებში დაძაბულობაზე ზეგავლენა ექნება," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები