24 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
"ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცდილობენ შემოიტანონ არეულობა, არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას" - ვითარება ქუთაისში

ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაასრულეს. ისინი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ადმინისტრაციის შესასვლელთან მობილიზებულები არიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

აქციის ორგანიზატორები და ლიდერები ქუთაისის მერიის შესასვლელის კიბეებიდან აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავენ. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", გაერთიანებული ოპოზიციისა და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები.

პარალელურად, აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა "ქართული ოცნების" ოფისში.

"მე არ მითქვამს, რომ ოპოზიციის წევრებს არ მივცემ გადაადგილების საშუალებას, მე ვიგულისხმე მათი ლიდერები, რომლებიც ცდილობენ, რომ შეიტანონ მაქსიმალური არეულობა, დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. ამას ვაპროტესტებდი და გავაპროტესტებ ბოლომდე.

რაც შეეხება დღევანდელ მოლოდინს, გადაადგილება თავისუფალია ყველასთვის, გადაადგილების საშუალებას და უფლებას ჩვენ არავის არ ვუკრძალავთ. გამოვიდნენ, გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდობიანად" - აცხადებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

დღის ამბები