18 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
"გავრილოვის ღამის" გამო ბურჯანაძე რუსებს ბოდიშს უხდის - რუსული მედია

ნინო ბურჯანაძემ რუსებს ე.წ. გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС წერს.  ონლაინგამოცემის ინფორმაციით, ბურჯანაძემ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ისაუბრა.

„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ, თუმცა გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. რადგან მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“ - აღნიშნა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

კოსაჩოვმა, თავის მხრივ, ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.

დღის ამბები