19 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
ინდოეთის პოლიციამ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 4 კაცი მოკლა

ინდოეთის პოლიციამ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 4 კაცი მოკლა. დაკავებულები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მიიყვანეს, პოლიციელებს თავს დაესხნენ, რასაც სროლა მოჰყვა.

ინციდენტისას ორი პოლიციელი დაშავდა. პოლიციის ამ ქმედებას მოსახლეობა დადებითად შეხვდა. მოკლული ქალის ოჯახმა კი განაცხადა, რომ სამართალი აღსრულდა.  

დღის ამბები