18 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღება და ტრეფიკინგი - ამ ბრალდებით სკოლის მასწავლებელი და არასრულწლოვანთა მშობლები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. სასამართლო  დღეს 11 დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დაკავებული 11 პირიდან ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები