27 იანვარი 2020,   00:37
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხელაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღეს, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს და ხორვატიის წარმომადგენელს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნა და ის მძიმე ვითარება იყო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.

"ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში. ახალგორის  მიმართულებით გადასასვლელის დაკეტვის გამო, ასევე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნის თაობაზე და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებლია ევროკავშირმა მხარი დაგვიჭიროს ამ სასწრაფო პრობლემების მოსაგვარებლად," - განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები