23 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბრიდან აღდგება, თუმცა დროებით - კახა კალაძე საგზაო სამუშაოებზე

 

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განმარტებით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

"ეს არის დროებითი დახაზვითი სამუშაოები, რადგან 8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები დაყენებული და მოძრაობა იქნება აღდგენილი.  გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. 8 იანვრის შემდეგ გავაგრელებთ სამუშაოებს და ძალიან მალე დავამთავრებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოებს გაეცნო.

 

დღის ამბები