19 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
ტრამპი მსოფლიო ბანკს მოუწოდებს, ჩინეთს სესხი არ მისცეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ბანკს მოუწოდებს, ჩინეთს სესხი არ მისცეს - განცხადება დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გაავრცელა.

შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩინეთს საკმარისი ფული აქვს და მსოფლიო ბანკის დახმარებას არ სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ჩინეთის დახმარების გეგმა დაამტკიცა, რაც, 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად მილიარდ ნახევარ დოლარამდე დაბალ პროცენტიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს.

დღის ამბები