19 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
1000 ლარის ქრთამად აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დღის ამბები