24 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
პრემიერი ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფება. ის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.

პრემიერმა დათვალიერა აკადემიაში გახსნილი სამანქანე განყოფილება, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ კურსებს გადიან. გიორგი გახარია, ასევე, იმყოფებოდა ბათუმის უეფას სტანდარტის ახალ სტადიონზე და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ციტრუსის ექსპორტის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის ნავსადგურში საბორნე ტერმინალში მივიდა და პირადად მიიღო ინფორმაცია ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით.

დღის ამბები