20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
იმედია, უახლოეს პერიოდში შეგვეძლება ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ - პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის დასრულებას სულ მალე "ერთმანეთს მივულოცავთ".

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ხელისუფლების ყველა მექანიზმი ამოქმედებულია.

"ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, შესაბამისი ყველა უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდი ყველას შეგვეძლება ამ მძიმე ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები