23 იანვარი 2020,   14:52
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა არ იციან, როდის გაიმართება "სასამართლო"

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ოჯახის წევრებს  არ აქვთ ინფორმაცია, როდის გაიმართება ახალგორის ე.წ. სასამართლო და გაათავისუფლებენ თუ არა  დაკავებულ ექიმს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გაფრინდაშვილთან კომუნიკაცია მხოლოდ "წითელი ჯვრის" მეშვეობით ხერხდება.

"ძალიან რთულია ჩვენთვის, ნათესავებისთვის. ხომ ხედავთ, ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხმამაღლა განაცხადა თუ  სად იწყება საქართველოს საზღვარი და სად მთავრდება. პოლიტიკოსებისთვის კი ამის თქმა პრობლემა გახდა," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის ბიძაშვილმა ცირა ცერცვაძემ.

"ადვოკატმა რამდენჯერმე მოინახულა მამა და როგორც ამბობს, ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად არის. პირადი კომუნიკაცია მხოლოდ "წითელი ჯვრის" მეშვეობით ხერხდება. მთავარი  მოთხოვნა გვაქვს, რომ მამა დაბრუნდეს სახლში, ორშაბათს ერთი თვე გადის მისი უკანონო დაპატიმრებიდან," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა ირინა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები