19 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გამოიტანა.

დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამ საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. 

დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები