20 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე შეხვედრა თბილისში - ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდებიან

თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები" დაიწყო.

თბილისში დაგეგმილი დიალოგი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სწორედ მოლაპარაკებაა ის მთავარი გზავნილი, რომელსაც ოპოზიცია და უმრავლესობა დიპლომატებისგან და ევროპელი პოლიტიკოსებისგან იღებენ. 

დღევანდელი სესიის ფარგლებში ოთხი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართება.

საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები იღებენ.

სესიის ფარგლებში, ენერგო უსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდებიან.

სესია 8-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები