20 იანვარი 2020,   05:22
ვრცლად
ე.წ გერმანული მოდელი ხვალ ეუთო/ოდირში იგზავნება

ეგრეთწოდებული გერმანული მოდელი ხვალ ეუთო/ოდირში იგზავნება. ომბუდსმენი ორგანიზაციას სთხოვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებები, დაჩქარებული წესით განიხილოს.

ეუთო/ოდირის ოფისი საქმის კურსშია, სახალხო დაცმველი ორგანიზაციის თავმჯდომარესაც შეხვდა და თემაზე პირადად ესაუბრა.

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც წევრ ქვეყნებს დემოკრატიის განვითარებაში ეხმარება, უნდა შეაფასოს, ეწინააღმდეგება თუ არა, მოქმედ კონსტიტუციას, გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი.

დღის ამბები