19 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
უმრავლესობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეორე რაუნდი - ჰარცელს მხარეებისგან კონსტრუქციული მიდგომის მოლოდინი აქვს

უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი - საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მოხარულია, რომ გასულ კვირას დაწყებული დიალოგი გრძელდება.

ჰარცელის თქმით, საქართველოში არსებულ მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,ის ევროპარლამენტარებს ესაუბრა. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან სადავო საარჩევნო მოდელზე  კონსტრუქციული მიდგომის მოლოდინი აქვს.

"მე მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ნამდვილად კარგი მოვლენაა. ევროპარლამენტარებს ვესაუბრე და საქართველოში არსებული მდგომარეობა ავუხსენი. ვისაუბრე, პროპორციული არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებზეც და იმაზეც, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთგაგება იქნება, მნიშვნელოვანია, რომ ყველას ვინც მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდეს," განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები