23 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
მსოფლიო ტრამპს დასცინის, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ - ჯო ბაიდენი

"მსოფლიო ტრამპს დასცინის, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ" - ეს განცხადება აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა და ლონდონში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

საუბარია კადრებზე, რომელშიც კანადის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იცინიან. მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ მათი სიცილის მიზეზი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო.

დღის ამბები