ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს. მისი თქმით, გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და იმედოვნებს, რომ შეთანხმება იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი მიმდინარეობს. დიალოგი აუცილებად მიგიყვანთ რეალურ შედეგებამდე, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი საარჩევნო სისტემა სურს. მმართველი გუნდის მხრიდან ივნისში მიცემული დაპირების არშესრულება ნამდვილად არ არის კარგი გადაწყვეტილება, რადგან ეს მოსახლეობის უნდობლობას იწვევს, როგორც ხალხში ასევე ევროკავშირში, როგორც ვიცით გერმანული მოდელი კონსტიტუციის შეცვლას არ მოითხოვს და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ," - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.