19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქებისას დაშავებული 2 პირი ისევ რეანიმაციაში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა.

5 დაზარალებულიდან სამი დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, პაციენტებს დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" აფეთქების შედეგად 5 პირი  დაშავდა.

დღის ამბები