17 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
იმის მაგივრად, რომ ევროინტეგრაციაზე ვფიქრობდეთ ვართ ქუჩაში და ვითხოვთ კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციას - გრიგოლ ვაშაძე 

უმრავლესობასა და ოპოზიციას დიალოგისკენ EuroNest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრებიც მოუწოდებენ

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ.

"გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, EuroNest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან შეხვედრამდე საუბრისას განაცხადა, რომ სურს ევროპარლმა ლიდერებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გაიგონ, თუ როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია. 

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა უნდა გაიგონ, თუ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" იმისთვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი დაპირისპირებაში გადაეყვანა.

" მთავარი არის, რომ ამ ადამიანებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია და რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" იმისათვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი გადაეყვანა აქციების დაპირისპირებაში და საით მიდის სახელმწიფო მაშინ, როდესაც იმის მაგივრად, რომ ევროინტეგრაციაზე ვფიქრობდეთ და ეკონომიკის განვითარებაზე, ვართ ქუჩაში და ვითხოვთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციას ხალხი არის განრისხებული, რომ მათ კონსტიტუციურ უფლებებს შეეხნენ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები