25 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული საქართველო და მეტი პროპორციულობა საარჩევნო სისტემაში​ - ანდრიუს კუბილიუსი

სასტუმრო "ბილტმორში" თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრა დასრულდა. 

ევროპარლამენტარების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია. დასავლელი პარტნიორები დიალოგს უალტერნატივოდ მიიჩნევენ.

EuroNest-ის  საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების გადაწყვეტა, მისი თქმით ევროპარლამენტარებს სურვილია, - იხილონ დემოკრატიული საქართველო.

"გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული საქართველო, რომელიც უფრო დაბალანსებული მოვლენებით ვითარდება. საარჩევნო სისტემაში კი მეტ პროპორციულობას მივესალმებით, მიმდინარე დიალოგზე მეტი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკუთვნის, რადგან მათ მიცემული დაპირება არ შეასრულეს,"- განაცხადა ანდრიუს კუბილისმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები არსებული პოლიტიკური ვითარებით შეშფოთებულები არიან.

დღის ამბები