25 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
"ნუ გამხდი ხალათს" – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

"ნუ გამხდი ხალათს" – ამ წუთებში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტები "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრიდან ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ.

სტუდენტები ასევე რეზიდენტებისთვის, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებასა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.

სტუდენტების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არასდროს ითვალისწინებს და ახალგაზრდებს არასდროს უსმენს.

"ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ დიაგნოზი დაგვესვა სამინისტროში, გვაინტერესებს რატომ არ გვისმენენ არასდროს, აუცილებლად უნდა მოიხსნას რეზიდენტურის გამოცდები ეს არის მთავარი მოთხოვნა," - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.

დღის ამბები