25 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის - მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც აჭარაში მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს, აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდზე "ლელოს" დავით უსუფაშვილი წარმოადგენს. ხაზარაძის შეფასებით, ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის.

"ჩვენ აჭარაში ვართ, შესაბამისად დღეს იქ წარმოგვადგენს დავით უსუფაშვილი. თან იცით, რომ შეზღუდული ფორმატია, იგი მონაწილეობდა ამ დიალოგში. ყურადღებით დაველოდებით, რა განვითარება ექნება. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა მიდის კომპრომისზე, რა ტიპის კომპრომისი იქნება ეს, ვნახოთ. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ეს ქვეყანა არ მიიღებს იმ კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ. 

მოლაპარაკების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები