19 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
ძიუდოისტი ლაშა ბექაური სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სპორსტმენი ჰყვება, რომ სამართალდამცველებმა მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაშა ბექაური განმარტავს, რომ პოლიციელების მხრიდან მსგავს მოპყრობას არ ელოდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში იქნებოდა მოქცეული.

ლაშა ბექაური ირწმუნება, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მას სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ.

ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დღის ამბები