25 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
ნახევარზე მეტი სწორედ ახალგაზრდები ვესწრებით ამ შეხვედრას - თალაკვაძე სამოქალაქო აქტივისტებზე

"მგონი, ზუსტად რომ, ნახევარზე მეტი ახალგაზრდები ვესწრებით ამ შეხვედრას"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "კურიერს" კითხვას, თუ რას უპასუხებდა ის სამოქალაქო აქტივისტ ახალგაზრდებს, რომლებიც ოპოზიციასთან დიალოგს არ ესწრებოდნენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სამოქალაქო აქტივისტებთან დიალოგი განსხვავებულ ფორმატს მოითხოვს.

"ეს არის პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა. აქტივისტებთან არსებობს დიალოგის სხვა ფორმატები და ეს ფორმატები ოპოზიციამ უნდა განიხილოს,"- განუცხადა არჩილ თალაკვაძემ "კურიერს."

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები არ ესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები