27 იანვარი 2020,   17:41
ვრცლად
მხუთავი აირის დაგროვების შედეგად თბილისში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

მორიგი ტრაგედია თბილისში - წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი მხუთავი აირია. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 32 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი 22 წლის ძმა. 

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც მხუთავი აირი გროვდებოდა, გაქირავებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით "თბილის ენერჯიმ" განცხადება გაავრცელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად შეაკეთეს. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და CO ბინაში გროვდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმიდინარეობს გამოძება.

 

დღის ამბები