25 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
უშედეგო შეხვედრის მორიგი რაუნდი - საარჩევნო სისტემის მოდელზე ოპოზიცია და უმრავლესობა ვერ თანხმდება

უშედეგო შეხვედრის მეორე რაუნდი - ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიცია და უმრავლესობა დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ისევ ვერ თანხმდება.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა კვლავ ვერ გადაწყვიტეს რა ფორმით უნდა ჩატარადეს 2020 წლის არჩევნები. 5 საათიანი შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საუბარი შეეხო არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს და სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მომდევნო რაუნდიც.

"მნიშვნელოვანი წარმატება მნიშვნელოვან პროცესში," - ასე აფასებს ოპოზიცია  შეხვედრას. მათი განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დღის ამბები