უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 19 კაციან სიას საპარლამენტო უმრავლესობა კენჭს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე 11 დეკემბერს უყრის. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე საპარლამენტო სესიაზე მოუწევთ.
ოთხშაბათის სხდომა, სავარაუდოდ, პიკეტირების ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია პარლამენტთან შეკრებას დილიდან აპირებს. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდნენ, ჩააგდონ კანდიდატურები.
"მაქვს მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა, თუ რატომ არ უნდა იყვნენ არჩეული კანდიდატები, რომლებიც არიან ამ სიაში წარმოდგენილნი. დასკვნას შევთავზებ კომიტეტს და პარლამენტში ჩვენს კოლეგებს, რომ კარგად გაიაზრონ, რამდენად სახიფათოა ისეთი მოსამრთლეების არჩევა, რომელთა დიდი ნაწილი წარსულში ძალადობრივ სისტემას ამაგრებდა," - განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ.