24 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
რატომ ვერ ხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება - ექიმის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს

ერთი თვე უკანონო ტყვეობიდან - რატომ ვერ ხერხდება საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება, ამ კითხვაზე  ექიმის ოჯახი პასუხს ითხოვს და დღეს ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

პარალელურად, აქციისთვის ემზადებიან ჟენევაშიც, სადაც საერთაშორისო მოპალარაკებათა მორიგი რაუნდი ხვალ უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, ორდღიანი საერთაშორისო კონსულტაციები შვეიცარიაში სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის ფონზე ჩაივლის.

ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები