26 იანვარი 2020,   21:16
ვრცლად
მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" დიდუბის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" დიდუბის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს "თბილისის მეტროპოლიტენში" დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, "გურამიშვილის" სადგურში ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც მატარებელი გვირაბშია გაჩერებული.

გარდა ამისა, "თბილისის მეტროპოლიტენის" განმარტებით, მატარებლები დროებით დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით იმოძრავებენ.

მათივე ინფორმაციით, მოძრაობა სრულად დაახლოებით 10 წუთში აღდგება. 

დღის ამბები