18 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
მხუთავი აირის დაგროვებით მოწამლული 22 წლის ბიჭის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე მხუთავი არის დაგროვების შედეგად მოწამლული 22 წლის ბიჭი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"32 წლის, ქალი, სავარაუდოდ, ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული, 17:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასევე, შემოიყვანეს მისი 22 წლის ძმა, რომლის მდგომარეობაც ასევე იყო კრიტიკული, ის გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, მოვათავსეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც პაციენტი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს,"  - განაცხადა ექიმმა მაია თოფჩიშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელში მხუთავი აირის დაგროვების შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი ძმა, 22 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც ტრაგედია, მოხდა გაქირავებული იყო. მომხდართან დაკავშირებით კომპანია "თბილისი ენერჯიმ" განცხადება გაავრცელა. კომპანიაში ამბობენ რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი ბინაში გროვდებოდა. მიმიდინარეობს გამოძება.

 

დღის ამბები