23 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა - ელიზაბეთ რუდი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდს ესწრებოდა, აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.

რუდის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხიც, რომ ოპოზიციამ პროტესტის გამოხატვა კანონს ფარგლებში უნდა შეძლოს. 

"მოლაპარაკების მეორე რაუნდი კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. შევთანხმდით, რომ დიალოგის გასაგრძელებლად კიდევ ერთხელ შევხვდებით. საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი დისკურსიის თემა პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების დაკომპლექტება იყოს. ასევე, ვისაუბრეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ დიალოგის გასაგრძელებლად პოზიტიური გარემოს შენარჩუნებისთვის თითოეულმა პიროვნებამ და ჯგუფმა, რომელიც გამოიყენებს საკუთარი სიტყვის თავისუფლებას, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით და მოერიდოს ყოველგვარ ძალადობრივ დაპირისპირებას,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები