28 იანვარი 2020,   12:21
ვრცლად
ჰესების საკითხი და სისხლიანი დაპირისპირება - პანკისში მოსახლეობის შეხვედრა გაიმართება

დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობა შეკრებას აპირებს, ისინი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

ადგილობრივების ნაწილი 15:00 საათზე სოფელ ჯოყოლოში ერთმანეთს შეხვდება, ძირითადი საკითხი კი 27 ნოემბერს მომხდარი სისხლიანი დაპირიპირება და ჰესების თემა იქნება.

როგორც ცნობილია, შეხვედრას დაესწრებიან ახალგაზრდები და სასულიერო პირები. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკების შემდეგ მთავრობის სახელზე ოფიციალური მიმართვაც გაავრცელონ.

"შეხვედრა ჰესთან და მკვლელობასთან დაკავშირებით იმართება. რაღაც უნდა ვიღონოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი უხუცესთა საბჭო. დუისში რომ არის, ის უხუცესთა საბჭო, მათთან შეხება არა გვაქვს, - განაცხადა ადგილობრივმა სერიოჟა მუზიკაშვილმა.

 

დღის ამბები