23 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის - ლევან სურგულაძე

"რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ," - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

სურგულაძის შეფასებით, საპენსიო ფონდის რეფორმამ საზოგადოების ნდობა მოიპოვა.

"ჩვენმა სააგენტომ იმუშავა და ჩვენმა გუნდმა იმუშავა ძალიან ბევრი და ძალიან კარგად და დღეს ეს, ასე ვთქვათ ნეგატივი, ასე თუ ისე, არის ნიველირებული.  ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ადრე, ვთქვათ, გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპანსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩემი შეფასება, რეფორმის, ასევე დაეხმარება ამ ნდობის გაძლიერებაში.რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ. " -  განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან მიდის.  ლევან სურგულაძემ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო.  სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს, გადადგომის მოთხოვნით, უკვე მიმართა. 

 

დღის ამბები