19 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
სიმონ ნოზაძე მრავალმანდატიანი ოლქების იდეით აღფრთოვანებული არ არის

"ქართული ოცნების" ოფისში მისულმა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის კონსესუსის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ამასთან, ნოზაძემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარების იდეით აღფრთოვანებული არ არის. 

"დიალოგი, თავის თავში, რა თქმა უნდა, იმას გულისხმობს, რომ კომპრომისზე წავიდეს მეორე მხარე. მხოლოდ, მე არსი არ ვიცი ზუსტად ამ წინადადების, რას წარმოადგენს. მე, როგორც ვხვდები, იქნება პროპორციულიც და დარჩენილი მანდატები გადანაწილდება მრავალმანდატიან ოლქებში. მე, სიმართლე გითხრათ, ამით აღფრთოვანებული არა ვარ, მაგრამ პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთგვარი კონსესუსი შედგეს,"- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, სადაც მმართველი გუნდის წევრები, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და დიპლომატების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები